Thursday, December 17, 2009

ჩვენი წინაპრები-სოფლის 120 წლიანი სასულიერო მსახურები-გოშუები

ჩხოროწყუს რაიონის კირცხის №1 საჯარო სკოლა

პროექტში მონაწილე მოსწავლეები:
ეკატერინე გოშუა
გიორგი მალანია
ლანა ჩიტაია
ანნა მიქავა
ბადრი ოკუჯავა

პროექტის ხელმძღვანელი: ზაირა თოდუა (ქართული ენის მასწავლებელი)

ჩვენი წინაპრები-სოფლის 120 წლიანი მსახურები-სასულიერო პირები-გოშუები
ჩემი სოფლის წარსული XIII საუკუნიდან თავადების-ბლაღოჩინების სახელთან ყოფილა დაკავშირებული.
პირველი მოსახლე კირცხში უთუთი გოშუა ყოფილა. დღემდე არსებობს (დღევანდელი საჯარო სკოლის ტერიტორიაზე ე.წ. “უთუთიში ფერდი“ (ქართულად უთუთის გორაკი). ის ძალიან მკაცრი ფეოდალი გამხდარა. იჭერდა და ძალით აქორწინებდა ერთმანეთზე ქალ-ვაჟს, რითაც საფუძველს უყრიდა ახალ ოჯახებს. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კირცხი “ბლაღოჩინების“ დაარსებული ყოფილა.
საქართველოში შეგნება “ჯიშისა“-ღრმა და ნამდვილი-ძვალსა და რბილში ჰქონდათ გამჯდარი, რის მოწმობასაც გვაძლევს ჩვენი გენიალური ენა. ჯიში ამგვარად რჩეულობაა, რჩეულობა კი ყველგან და ყოველთვის თავისებურია: ნაირ-ნაირი,ხოლო თანაბარ ღირსეული, ფასეული.((გრიგოლ რობაქიძე) დიახ ჩვენ ვშენდებით ჩვენს წინაპრებზე რაღაც ამოუხსნელი და დაუძლეველი სურვილი გვეუფლება, ვცდილობთ ჩავწვდეთ მათი სულის შეუცნობელ სიღრმეებს, გზა გავიკვლიოთ ლაბირინთებში, წავიკითხოთ ჩვენი სისხლი, რათა შევიტყოთ: რანი ვიყავით? რანი ვართ? რა სტკიოდათ? რა უხაროდათ? ასე ერთიანდება სისხლის ყივილი, გარდაცვლილი წინაპრების მონატრება და ჭეშმარიტი ნათესაური გრძნობა-ყოველივე ამას კი ერთი სახელი აქვს-შენი წინაპრების სიყვარული.
გოშუების საგვარეულო ისტორიამ არ შეიძლება გულგრილი დატოვოს ადამიანი. ეს გვარი სათავეს XIII საუკუნიდან იღებს. მათი შთამომავლობა სოფელს 120 წელი ემსახურა.
სამეგრელოს წარჩინებული გვარიშვილის უთუთი გოშუას ერთ-ერთი მემკვიდრე-დეკანოზი თომა გოშუა ყოფილა. იგი წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი გამხდარა. განგებამ მას მიანიჭა დიდი მადლი ტრაპეზთან მიახლოებისა და “სოფლის ცისკრად“ წოდებისა. საარქივო მასალები ღაღადებენ მის უმწიკვლო სამსახურზე, მეტადრე კვერექსები წარმოთქმაზე და სახარების საგანგებო კითხვაზე. საეკლესიო დოკუმენტებში თომა გოშუა 1840 წლიდან იხსენიება. 1869 წელს გამხდარა ბლაღოჩინ-დეკანოზი. 1893 წლამდე ის ღვთაებრივი კრძალვით ემსახურებოდა სოფელს.
თომა გოშუას საეკლესიო მოღვაწეობის პერიოდში საქართველოს ეკლესიის საჭეთმპყრობელები რუსი ეგზარქოსები იყვნენ. მეფის რუსეთი ხალხთა საპყრობილედ იყო ქცეული, სწავლება ყველგან რუსულ ენაზე იყო, ამით სურდათ აღმოეფხვრათ ქართული ცნობიერება. ამ პერიოდში კირცხის ეკლესიაში მღვდლად იწყებს მუშაობას ახალგაზრდა კონდრატე თათარაშვილი.(უიარაღო). განხეთქილება მოხდა სასულიერო პირებს შორის, რის გამოც კ. თათარაშვილი იძულებული გახდა წასულიყო კირცხიდან.
1893 წელს, 60 წლის ასაკში აღესრულა მამა თომა. საფლავის ქვა,(რომელის დღეს კირცხის ეკლესიის ეზოში მის საფლავს ადევს) გვაუწყებს, რომ ეს ლოდი დაუდგამს სამეგრელოს მთავრის ძეს ნიკოლოზ დავითის ძე დადიანს, ნიშნად დიდი პატივისცემისა.
მამის გზას მიჰყვა პეტრე გოშუა. მართალია XIX საუკუნის I ნახევარში რუსული ეკლესიის ვერაგულ პოლიტიკას წინააღმდეგობას ვერ უწევდა ქართული ეკლესია, მაგრამ მოგვიანებით სასულიერო ანტირეჟიმულ ბრძოლას სათავეში ჩაუდგა ეპისკოპოსი-გაბრიელი(ქიქოძე).
დეკანოზი პეტრე ყოველმხრივ ცდილობდა წირვა-ლოცვა მშობლიურ ენაზე აღვლენილიყო. მას არასოდეს უცდია ქართული ეკლესიის სულიერების შებღალვა და ფარულად მტრის სამსახურში ჩადგომა.
1893 წლიდან 1913 წლამდე (გარდაცვალებამდე)იწოდება ბლაღოჩინ-დეკანოზად. პეტრე გოშუა 37 წელი ემსახურებოდა საეკლესიო საქმეს. 1915 წელს მისი ხელმძღვანელობით აშენდა ხის ეკლესია, რომელიც უმოკლეს ხანში კომუნისტებმა სოფლის კლუბად გადააკეთეს. ფიცრები დაიტაცეს, თომა და პეტრე გოშუების საფლავები ათხარეს და გაძარცვეს. ტაძრის ადგილას კი დადგეს ერთსართულიანი ფიცრული, რომელსაც “მკვდრის სახლი“ დაარქვეს.
პეტრეს გარდაცვალებამდე 1914 წელს იმავე ეკლესიაში მღვდლად ეკურთხა მისი შვილი აკაკი. ის ასრულებდა საეკლესიო საიდუმლოებებს.
...მერე დამყარდა ბოლშევიკების დიქტატურა. მისი მთავარი დევიზი იყო:ჩარ არის ღმერთი“. დაიწყო დევნა, დაპატიმრება, პატივის აყრა. “უშჯულოება მოძალებული იყო საქრისტიანოსა ზედა“.
სოფელში ხმა დაირხა მამა აკაკის “გაკრეჭვა“ უნდათო. ეს იყო მღვდლის მიმართ დიდი მკრეხელობის გამოვლენა, რითაც თავს იწონებდნენ კომუნისტები, “ჯილდოდ“ კი მიღებდნენ თანამდებობებს. მამა აკაკი გაერიდა ამ უზნეობას და თავი თავისი მორდუს დათა კვირტიას სახლს შეაფარა. შავრაზმელებმა აქაც მიაგნეს მას და საქვეყნოდ დასჯა მოუნდომეს. როცა მორდუ ვერაფერს გახდა, მან თავისი შვილისშვილი-პატარა ბავშვი (ღუღუნი)აკვნიდან ამოიყვანა, ხელში შეაჩეჩა და უთხრა:-აი, ეს ჩვილი წაიყვანეთ, გიცვლით მამა აკაკიზეო“. ამანაც ვერ გაჭრა, მამა აკაკის ფეხებში თოკი გამოაბეს და ნახევრად გაკოჭილი აიძულეს ხოხვით მისულიყო ჭასთან. უნდოდათ ჭაში თავქვე გადაეშვათ. ეს საშინელი სანახაობა იყო. პატიოსანი მღვდელი, სოფლის ქომაგი და მლოცველი ავაზაკივით გაკოჭილი მიჰყავდათ. ბავშვის დედა დატრიალდა, კივილით თავი მოუყარა ქალებს, წრე შეკრეს და მამა აკაკი მტარვალებს გამოსტაცეს ხელიდან და საგულდაგულოდ დამალეს გვირაბში.
არ ცხრებოდა ეგზეკუცია. მორდუმ დათა კვირტიამ იტვირთა მამა აკაკის გადარჩენა.
მძიმე იყო არჩევანი...იჯდა ქვადქცეული მოძღვარი, მოძღვრობაჩამორთმეული, დამცირებული და პატივაყრილი....გულათრთოლებული, ხელაკანკალებული კრეჭდა მორდუ, რათა სიკვდილისაგან ეხსნა გამზრდელი. გაკრეჭილი მამა აკაკი ზუგდიდის მაზრაში ჩააბრძანეს, ჭკუა “ასწავლეს“ და შინ დააბრუნეს. სულ მალე ქონება ჩამოართვეს და დარჩა ბედის ანაბარა. მოკეთეთა დახმარებით შეაკოწიწა ოროთახიანი მიწური. მძვინვარებდა ომი, შიმშილი, სიცივე...უჭირდა სოფელს და უჭირდა მამა აკაკის, და მაინც...ფარულად ნათლავდა ხალხს, უსასყიდლოდ, იმჟამინდელი საქართველოს კათალიკოს პატრიარქი კალისტრატე(ცინცაძე) ჩუმად უგზავნიდა მირონს.
ითმენდა ღვთისმსახური. გულში იტევდა ჯავრს, რომელიც მუდამ თან სდევდა. მარტოდ დარჩენილი უხმოდ დასტიროდა უდანაშაულოდ მოკლულ შვილს-მამია გოშუას, რომელზეც ხმის ამოღება არ შეიძლებოდა.(დადგინდა რომ ის კომუნისტებმა დახვრიტეს დიღომთან ანტიკომუნისტური პროკლამაციების გავრცელებისათვის)
...დარჩა გოშუებს-თომა, პეტრეს და აკაკის-შთამომავლობა.
მამა აკაკის შვილიშვილებმა შალვა და ციალა გოშუებმა, მირონ ჩხარტიშვილ-გოშუამ სოფლის თანადგომით 1999 წლის 9 სექტემბერს ძველი საყდრის ნაფუძარზე საძირკველი ჩაუყარეს და ააშენეს ახალი ეკლესია, რომელიც 2007 წლის 20 ნოემბერს აკურთხა ეპისკოპოსმა შიომ. დღეს ეს ტაძარი სამეგრელოს სილამაზეა, კირცხის კოლორიტია.გოშუების 120 წლიანი უფლის სამსახურის სიმბოლო.
90 წლის შემდეგ კვლავ აგუგუნდა ტაძარი. კვლავ გაიჟღინთა ჰაერი სანთელ-საკმევლის სურნელით...ეს არის წინაპართა სულის ზეიმი, ჭეშმარიტების აღდგომა და გამარჯვება, იმ ჭეშმარიტებისა, რომელიც მარადიულია და რომლის მიმდევართაც შეუძლიათ თქვან: “დაანგრევთ კედლებს, მაგრამ დარჩება და ამ ნგრევით უფრო გამაგრდება ტაძარი ჩვენს გულში, რადგან სიცრუეა-მნგრეველი და ჭეშმარიტება- მშენებელი. საფლავს აღმოფხვრით მიწაზე, მაგრამ ჩვენ მის ძეგლად გადავაქცევთ ცას, რომელსაც თქვენ ვერ მისწვდებით:(პოლიკარტე კაკაბაძე)
სოფელ კირცხში გავრცელებული ხალხური ფოლკლორი
ურძღაფელა პაპა გაუმაძღარი მღვდელი
ვავა– პაპას! ვავა– მღვდელსა!
ვუვა– პაპას! ვუვა–მღვდელსა !
მუ იოფშანს რა ამოავსებს
პაპაში ყვაყვას? მღვდლის მუცელსა?
თაქით ჭკომუნს დო აქაც ჭამს და იქიაც წაიღებს,
იშოთ იღანს. მუცელი გაუსკდება ,
გოხორცქ, ქვარა გაბერილი დააქვს.
გილუბიზანს.
#
თეზმა ჩქიმი გაწვალება–––––––ამდენი ჩემი გაწვალება
თეზმა ჩქიმი გაწვალება,––––––ამდენი ჩემი გაწვალება,
ღორონთუმე ჯგირი ვარე––––––ღმერთმანი,ცუდია
ადამიანიშ ნათესეს ––––––––––ადამიანთა მოდგმას
თაშ მუშენი გააწვალე,––––––––რატომ აწვალეებ?
ეჩდოხუთი დოხტურეფი–––––– ოცდახუთი ექიმი
ჩქიმი ჭკუას ვაამაალე,–––––––ამ ავადმყოფობას ვაე უშველის
ანთება დო გურიშ ჭუაშ ––––––ანთებისა და გულის ტკივილის
სი რექ ჩქიმი მეწამალე.––––––მეწამლე შენ ხარ.